რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამა
რუმინეთის მეწარმეობისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2023-2024 აკადემიური წლისათვის გამოიყო სტიპენდიები. რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისამდე შემდეგ ელ. მისამართზე: burse2023@dce.gov.ro დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/40lPKEx
ინტერდისციპლინარული საზაფხულო სკოლა – გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი აწყობს საზაფხულო სკოლას „გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“, რომელიც სთავაზობს ლექციების ფართო სპექტრს მაგისტრებსა და დოქტორანტებს, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მკვლევრებს. სკოლა განკუთვნილია ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის კულტურული და პოლიტიკური
IBSU-მ უნივერსიტეტის მეზობლად მცხოვრებლებს პასკები გადასცა
IBSU ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს - კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის მეზობლად მცხოვრებლებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად პასკები გადასცა.
IBSU-მ კათარზისის ბენეფიციარებს სააღდგომოდ პასქები გადასცა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IBSU-ს ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა კათარზისის ბენეფიციარებს სააღდგომოდ პასქები გადასცეს. ასევე, IBSU-მ კათარზისის ბენეფიციარებს ორი დღის სადილი დაუფინანსა.
IBSU-მ კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა
IBSU-ს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, ხოლო კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის, რათა უზრუნველყოს მათი სამომავლო გეგმების
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ექსპედიცია
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ფარგლებში მორიგი ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიცია ცენტრში მიმდინარე კვლევებისა და სტუდენტური პროექტების გაგრძელებაა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. ექსპედიციის მონაწილეებმა შეისწავლეს XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი და გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის უნიკალური მოხატულობა. ასევე, უნივერსიტეტის
ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი
თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2023 წლის 7-9 ივლისს. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰუმანიტარული და სხვა დარგებიდან. სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს. სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კულტურათაშორისი
IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში 'ქა’რთული' ჩატარდა. თამაშში მონაწილეობდნენ IBSU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: გამომცემლობა პალიტრა L, კინო-თეატრი "ამირანი", მაღალია "ჰიპი" და მაღაზია "მანგამუნი".
საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე, თუ ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტურ საქმიანობაში?“
IT-ს და ტექნოლოგიების თემაზე მომუშავე ონლაინგამოცემა dev.ge-ს რედაქტორმა და ჟურნალისტმა თამთა ნაჭყებიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე, თუ ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტურ საქმიანობაში?“
IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა
IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში. ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. SCSA არის