საჯარო ლექცია – HR შესაძლებლობები – შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში
IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას, თემაზე "HR შესაძლებლობები - შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში," რომელსაც უძღვებოდნენ ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და მარიამ ნოზაძე, HR მიმართულების ხელმძღვანელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ლექცია გაიმართა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა ჯგუფის
საჯარო ლექცია – „სტაჟირება -საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები“
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით, პროექტის - "სტაჟირების ხელშეწყობა" - ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ჯოლიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე „სტაჟირება -საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.“ საჯარო ლექციაზე განიხილეს სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია, სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში, სტაჟირების ხანგრძლივობა, სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა და უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში.
მარიამ კუჭავას სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა
2023 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება მარიამ კუჭავას სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა “უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის როლი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მოტივირებაში და მისი მნიშვნელობა უმაღლესი განათლების დაწესებულებებისთვის (საქართველოსა და პოლონეთის შემთხვევა)”. შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს
IBSU-ს უნგრელი და პოლონელი ლექტორები ეწვივნენ
Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ეწვია უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის დოქტორი, არვა ვალერია და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რენატა ვინკლერი. უცხოელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ბიზნესის სკოლისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, არვა ვალერიამ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
IBSU-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
IBSU-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელიც მოიცავდა ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალსა და კონცერტს IBSU-ს ცეკვისა და ხალხური სიმღერის ანსამბლებისა და IBSU-ს ბენდების მონაწილეობით. ესეების კონკურსმა 70-მდე მოსწავლიდან საუკეთესო სამეული და ათეული გამოავლინა. პირველი სამი ადგილის მფლობელებს 2000, 1500 და 1000 ლარიანი
კონკურსი „ჩემი დისერტაცია 180 წამში“
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ივნისს ქუთაისში აწყობენ კონკურსს „ჩემი დისერტაცია 180 წამში“. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.auf.org/nouvelles/appels-a-candidatures/concours-ma-en-180-secondes-en-georgie-appel-participation/ ფრანგულად, ხოლო დართულ ფაილში ქართულად.
საჯარო ლექცია – “გახდი Front-End Developer”
Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.
საჯარო ლექცია – Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის "სტაჟირების ხელშეწყობა" ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური." საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR
სისხლის უანგარო დონაციის აქცია IBSU-ში
სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა. სისხლის ცენტრი და IBSU მადლობას უხდის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაში აქტიური
მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი დოქტორანტებისთვის კვლევით მობილობას 2 თვის ვადით საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში. დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს, ან მთლიანად, საფრანგეთში კვლევის პერიოდში. განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის