[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო "გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური

აინ რანდის ევროპის ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, ნიკოს სოტირაკოპულომა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წარმატებისა და პროდუქტიულობის თემაზე საჯარო ლექცია გამართა.

2024 წლის, 8 მაისს, 14:00 საათზე ჩატარდება მეგი საბანაშვილის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა. "კომუნიკაციური უნარის განვითარებაზე შესიტყვებათა სწავლების გავლენა ინგლისურის, როგორც უცხო ენის შემსწავლელებში (სამხედრო სტუდენტებთან ჰიბრიდული სწავლებისას საქართველოში)" შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101 დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.

სალექციო კურსის "სასტუმროს მენეჯმენტი" ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო თბილისის ორ სასტუმროში "ეპიზოდი" და აპარტ-ჰოტელი "გრატუსი." სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეეფასებინათ ორი სხვადასხვა დანიშნულების სასტუმრო: ხანგრძლივი ბინადრობისთვის/ან ოჯახისთვის განკუთვნილი აპარტამენტის ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსხვავდება თვითმომსახურეობით, რადგან იგი ერთადერთი სასტუმროა self

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დიდი ოთხეულის წევრმა (Big 4) კომპანია Deloitte-მა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ Deloitte-ის მუშაობის პრინციპებს, ღირებულებებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, Deloitte-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ირაკლი შამათავა, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი თამარ კაკუტია და უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები პროფესიულ კოლეჯ "იკაროსს" ესტუმრნენ, სადაც "შესავალი განათლების პოლიტიკაში"

გამოცხადდა გაცვლითი პროგრამა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში, რიგაში. პროგრამები: ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება გაზაფხულის სემესტრზე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 16/10/2024 კითხვები გაგზავნეთ ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge

გამოცხადდა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამა ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში. შემოდგომის სემესტრი: სექტემბერი-იანვარი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/05/2024 კითხვები გაგზავნეთ ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, სპორტის ჟურნალისტმა, ნიკოლოზ ტაბატაძემ პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია, თემაზე "ფეხბურთი სპორტის ჟურნალისტიკაში." სტუმარმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

2024 წლის აპრილიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 11 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს,