[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - "კემპი" მე-5 ნაკადი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენერებს საკუთარი ბიზნეს გეგმებიც წარუდგინეს. ბიზნეს

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე, ასოც. პროფესორი ლალი მიქელაძე და მოწვეული ლექტორი ნინო დევიძე შეხვდნენ ინოვაციების, განათლებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე დიაზ არდილას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO), რომელიც მდებარეობს მადრიდში, ესპანეთში. IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების თანამშრომლებს და სტუდენტებს

ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა კომპანია „ტენე“-ს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის საჯარო ლექცია. სპიკერმა სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაზე; ცირკულარულ ბიზნესმოდელებზე – დაფინანსების მოძიებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება;

IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე). ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა დევიძის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების

IBSU-ს ბიზნესის სკოლის გუნდი 'Goal Diggers' ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა და 6,000 ლარის ფულადი პრიზი მიიღო. ჩვენი გუნდი ტრადიციას არ არღვევს და ყოველ წელს კონკურსის საპრიზო ადგილს იკავებს. 'Goal Diggers'-მა საფინალო დავალებას სხარტი და კრეატიული ახსნა მოუძებნა

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (მარიამ ბეჭავაია, გუგა ასლამაზიშვილი, გურამ მურღულია, დარეჯან ლიპარტელიანი, ბარბარა ხოხობაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მარიამ ჯოხარიძე, ჯიჯი ხაბაზაშვილი, მერაბ ვახტანგაძე, ქეთი სეხნიაშვილი, თათია სირია, თაკო დოხნაძე), საგანმანათლებლო პროგრამის "ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში" ფარგლებში, ფილმის ჩვენება მოაწყვეს.

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (კესო ანთია, მედეა საცერაძე, სოფიო ქისტაური, გიორგი ღონღაძე, დიანა აკოპოვი), "ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში" ფარგლებში, მოიწვიეს ტურისტული კომპანია ,ბოდიალა თრეველი • Bodiala Travel Agency'-ის დამფუძნებელი, მარიამ ახვლედიანი, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე "ბიოლი", რომელიც კოჯორში მდებარეობს. სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები. ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს,