[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

გამოცხადდა Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ევროპის ბიზნეს სკოლაში (პორტუგალია) ბიზნესის სკოლისა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის. შემოდგომის სემესტრი: სექტემბერი-იანვარი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 29 მარტი, 2024 კონტაქტი: iro@ibsu.edu.ge

2024 წლის 25 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XI ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს

ბელგიის საუნივერსიტეტო კოლეჯი (EPHEC) საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს. საზაფხულო სკოლის 5 კრედიტიანი პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ ბიზნეს უნარები და გაღრმავებული ცოდნით გაუმკლავდნენ მდგრადი განვითარების გამოწვევებს. რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2024 სწავლის პერიოდი: 17-19 ივნისი, 2024 საზაფხულო სკოლასთან

2024 წლის, 21 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება ფუატ კარაევის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა  თემაზე -„ეფექტური ბიზნეს მოდელები და ორგანიზაციის წარმადობა ქართული სასმელების ინდუსტრიაში.“ IBSU-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101 დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.

გამოცხადდა ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისთვის და აკადემიური/კვლევითი პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტების და საზაფხულო სკოლის პროგრამებზე. განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2024 ინფორმაცია უნივერსიტეტის სტიპენდიებზე: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships ინფორმაცია საზაფხულო სკოლებზე: https://www.viaa.gov.lv/en/summer-schools პროგრამების ჩამონათვალი: www.studyinlatvia.lv iro@ibsu.edu.ge

გიყვართ კრეატიული მოკლე მოთხრობების, ლექსების ან ნებისმიერი ტიპის შემოქმედებითი ნაშრომების შექმნა? მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა. გამოგზავნეთ შემოქმედებითი ნაშრომი Dreamscape-ში გამოსაქვეყნებლად და მიიტანეთ თქვენი ხმა მკითხველამდე. ამოგზაურეთ მკითხველები თქვენს წარმოსახვით სამყაროში. Dreamscape შეიქმნა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტური ჟურნალის 'VITASCOPE' ბაზაზე. ნაშრომის კრიტერიუმები: https://ibsu.edu.ge/ge/se-page/dreamscape ნაშრომის გაგზავნის ბოლო

ლიუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას. უნივერსიტეტის თანხმობის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ორ კურსზე, მათ შორის სამაგისტრო კურსზე. სასწავლო პერიოდი: 8-24 ივლისი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 მაისი პროგრამის ღირებულება: 1 კურსი-650 € 2 კურსი-1100 € საცხოვრებელი საუზმით და ლანჩით: 440

 IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიერ შექმნილი სტუდენტური ჟურნალი 'VITASCOPE' აცხადებს სტატიების მიღებას მეორე ნომრისთვის შემდეგ თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება და ფსიქოლოგია. სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადა: 8 მარტი სტატიის კრიტერიუმებს ვრცლად გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/3HwAY6T vitascope@ibsu.edu.ge

  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეცენზირებული ჟურნალი 'განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში' (JEBS) აცხადებს ნაშრომების მიღებას გაზაფხულის ნომრისთვის. JEBS-ი არის CROSSREF-ის წევრი, რომელიც გლობალურ სამეცნიერო კვლევით საზოგადოებას აერთიანებს. ჟურნალს და თითოეულ ნაშრომს ენიჭება DOI (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი), რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალის და

უკრაინის ალფრედ ნობელის უნივერსიტეტი აცხადებს ვირტუალური მობილობის პროგრამას ტურიზმის, ეკონიმიკის, მენეჯმენტის, ფილოლოგიის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 29 იანვარი პროგრამის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი ( თებერვალი-ივნისი) კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge