[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,იურიდიული კლინიკის ფარგლებში,  21 ნოემბერს, ჩატარდა სამართლის დოქტორის, ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ჯანაშიას საჯარო ლექცია თემაზე - ადვოკატის როლი მედიაციაში. ღონისძიებამდე სტუმარი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს - პროფ.

17 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე. მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება: EBRU Art (წყალზე ხატვა), ინით ხატვა, Food Festival და სტუდენტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული კონცერტი. მოწვეული იყო მხატვარი ზალიკო სულაკაური. ღონისძიების მიზანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-"So You Think You Can Speak?!". მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს,

10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ‘საინვესტიციო სამართლის როლი და ამოცანები“, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი ამირან მაკარაძე. ლექციის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დარგთან დაკავშირებით. სტუმარმა ისაუბრა იმ რისკებზე,

2017 წლის 6-16 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი, რიჩარდ ბეილსი. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ილიას ჩილოღლუს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ეკატერინე ბაკარაძეს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში, მათ უნივერსიტეტის სტრუქტურის, სწავლების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში , 27-29 სექტემბრის ჩათვლით, ტრენინგი - იურიდიული ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომები, "ჩანაფიქრიდან მოქმედებამდე" გაიმართა. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებს გაეცნოთ ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ერთიანდება დანაშაულის ჩანაფიქრიდან მის განხორციელებამდე შუალედში. 27 სექტემბერს, უნივერსიტეტს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით "Street Law" კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“. საჯარო ლექცია წაიკითხა გიორგი ბარათაშვილმა. სტუმარმა ისაუბრა სახელშეკრულებო სამართლის ძირითად პრინციპებზე, ხელშეკრულების სწორად და ეფექტურად შედგენის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობაზე იურისტის პროფესიაში. სტუდენტებმა დასვეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით "Street Law" კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. დღესდღეობით ეს დარგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მოეთხოვება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა -

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით "Street Law" კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს და ნელ-ნელა მიიწევს იმისკენ, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრაზე ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს აუცილებელი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა ქულათა განაწილების სისტემას, ინფორმაციას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ