[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა. მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

29 მარტს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: „საქართველოს დაცული ტერიტორიების" ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორ გიორგი სულამანიძესთან. მან ისაუბრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ისტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ძირითად სახეობებზე, დღევანდელ პრობლემებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. მადლობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა". მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ,,მელაანური მასპინძლობა", ახალი ტურისტული დესტინაციისა და კონკურენტუნარიანი ტურისტული ეკო პროდუქტების შექმნის შესახებ. შეხვედრა ჩაატარა ტურიზმის სპეციალისტმა, "Melaanian vintage" დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ.

ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა დავით ასანიძემ, მარიამ ანჯაფარიძემ და პატრიცია ნადერ ფარუკიმ მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურის პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ეხებოდა ახალ პროექტს „პირველი ნაბიჯი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა საქართველოში, ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული

IBSU-ს მარკეტინგის პროგრამის ოთხი სტუდენტი: ალინა აკობაშვილი, მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი და მედეა ჯინჭარაძე, მონაწილეობდნენ ალფრედ ნობელის უნივერსიტეტის (უკრაინა) ონლაინ გაცვლით პროგრამაში „NOBEL Virtual. “ სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს კურსი – „მარკეტინგ მიქსი (მარკეტინგ კომუნიკაციები)“ და მიენიჭათ 4 კრედიტი, რის დამადასტურებლად გადაეცათ

დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორი გუნდი გადავიდა. ნახევარფინალი 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. „დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის  სოფლიო ჩემპიონატი და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი  ამოცანების განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და წარმატების მიღწევა ყოველთვის ძალიან ძნელია. გამარჯვებისათვის საჭიროა

IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლიგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე ,,Covid-19: გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის. “ ლექცია ჩაატარა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, პროფესორმა ონისე ალფენიძემ,  რომელიც არია მკვლევარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი. სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ