[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

ssssss არქივი

15 ოქტომბერს   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის  საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები  საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ პედაგოგის ოლიკო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით დაბა სტეფანწმინდაში  ჟურნალისტურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.  სტუდენტებმა მოინახულეს ჟინვალჰესი, სადაც გაეცნენ ჟინვალჰესის აშენების ისტორიას, მიიღეს ინფორმაცია ზოგადად რა შედეგებს იძლევა ჰესების

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას საერთაშორისო კვლევით პროექტებში ფაკულტეტის მეორე და მესამე (მაგისტრატურის და დოქტორანტურის) საფეხურის სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია სტუდენტების კვლევით პროექტებში ჩართულობის და ეფექტიანი კვლევითი საქმიანობის ხელშექყობა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო კვლევით

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პერიოდულად ახორციელებს სტუდენტების დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. პროექტის მიზანია წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ პროექტებსა და სხვა დამატებით ღონისძიებებში. სასურველი პროექტისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველსემესტრულად აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინიციატივების დასაფინანსებლად. ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიული აქტივობის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. განსახილველად წარმოდგენილი ღონისძიებები თემატურად მოქცეულია ფაკულტეტზე მოქმედი სპეციალობების - საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის ფარგლებში,

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო „სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები“. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში საჭირო ტრანსფერული უნარების გამომუშავებას და გაუმჯობესებას. ტრენინგების სერიის ფარგლებში მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება

10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ პირველკურსელ მაგისტრანტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის სპეციფიკას, პროგრამის კურიკულუმს, სალექციო და საგამოცდო პროცედურებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა დეტალებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საჭირო ტექნიკურ საკითხებს,

9 ოქტომბერს სტუდენტები, რომლებიც გადიან არჩევნების გაშუქების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებაში (ISFED), რომელიც არჩევნების საკითხებზე მომუშავე მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ სტუდენტებს აუხსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მუშაობის პრინციპი, ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე,

4 ოქტომბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი შეხვდა პროგრამის ლექტორებს. საორიენტაციო შეხვედრაზე ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეტალების, ძირითადი მოვალეობების, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგების შესახებ.

გთხოვთ, შეამოწმოთ შუალედური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართეთ საგამოცდო ცენტრს (A307) 9 ოქტომბრიდან  13 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე;

28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. ლექციას გაუძღვნენ ინსტიტუტის მკვლევარი და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ იაკობიძე და ინსტიტუტის მთავარი

ss