[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

Movie Night ივენთის ფარგლებში, აზიის კულტურის კლუბმა IBSU Game room-ში ფილმის ჩვენება გამართა. გამოკითხვის შედეგად ორგანიზატორებმა არჩევანი შეაჩერეს ფილმზე "მატარებელი ბუსანში / Train in Busan" და სასიამოვნო საღამო გაატარეს.

30 მარტს, 16:00 საათზე, ფრანკოფონიის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლები საგრანტო შესაძლებლობების განხილვისა და გაცნობის მიზნით IBSU-ს ეწვევიან. შეხვედრა გაიმართება A214-ში.

„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ. ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

ცხადდება კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაზე. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, ლექტორების, მკვლევარებისა და ხელოვანების მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა (NSP) ფინანსდება სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და

პროექტ  „Networking”-ის ფარგლებში აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. თეა ჭუმბურიძემ ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსელებს გააცნო სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მარიამ ბარისოვამ მეოთხე კურსელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროგრამაზე სწავლის და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის შესახებ.

🎉 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი #ვებომეტრიქსის რეიტინგში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მე-5 ადგილზეა 🟢 ვებომეტრიქსი მსოფლიოში მოქმედ ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტს გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებელთა საფუძველზე ყოველწლიურად იკვლევს. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს 🟢 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამიერკავკასიის რეიტინგში მე-10 ადგილზეა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა სტუდებტებმა 31 მარტამდე წერილობით უნდა მიმრთონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

IBSU-მ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“ IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს ომით გამოწვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, დასავლეთის მხარდაჭერასა და რუსეთის გეგმებზე. ასევე, პანელური

𝗜𝗕𝗦𝗨-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით, პორტუგალიის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დელეგაციამ, ერთობლივი თანამშრომლობისა და ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში შეხვედრები გამართა. პროფესორმა რუი როსა დიასმა ლექციაზე სტუდენტებს გააცნო მიმდინარე მარკეტინგული ტრენდები და აგრო-პროდუქტების სისტემაზე მორგებული ახალი ხედვები. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები 𝗜𝗕𝗦𝗨-ს