[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დარა აჰმედი დაინიშნა. დარა აჰმედი არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ასოცირებული პროფესორი; ასევე, KAP Business Laboratory-ის თანადამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი და კორპორატიული ტრენერი. ბატონი აჰმედი იყო აჭარა ჯგუფის აკადემიაში ოპერაციების მართვის მენეჯერი. აღსანიშნავია, დარა აჰმედის დიდი

“პიელ ნატურალსის” დამფუძნებლმა თამარ ლომაძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - “როგორ შევქმნათ წარმატებული ბიზნესი.” ანტერპრენერმა IBSU-ს სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორია და გზა, თუ როგორ იქმნება ბიზნესი იდეიდან განხორციელებამდე.

ლატვიის სამხატვრო აკადემია RISEBA-ს არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას 12 დღიან საზაფხულო სკოლაში. სკოლის მონაწილეები მიიღებენ ახალ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას დიზაინის შექმნის პროცესში, ჩაატარებენ კვლევებს და ექსპერიმენტებს. სკოლის თემები მოიცავს არქიტექტურას, დიზაინს, ხელოვნებას, ასევე კლიმატის ცვლილებას და გარემოს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი შამათავამ სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და სამართლის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილ კონკურსში და პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. IBSU-დან მონაწილეობდნენ ბარბარე ჯანჯალაშვილი, თეკლა მამაცაშვილი, ნინო ზაზაშვილი, მარიამ პერტაია და ლიზი ახალაია, რომლებიც ორ გუნდში გადანაწილდნენ. კონკურსის მონაწილეებს უნდა

გსურთ გახდეთ სკოლის წარმატებული ლიდერი და შეისწავლოთ სტრატეგიული მართვა, რომლის დახმარებითაც სკოლას ქმედით და წარმატებულ ორგანიზაციად გარდაქმნით? გსურთ განსაზღვროთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ სკოლის პრიორიტეტული მიმართულებები და მიაღწიოთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ შედეგებს? IBSU აკადემია გთავაზობთ სამმოდულიან ტრენინგს სახელწოდებით „სკოლის სტრატეგიული მართვა“,

ირაკლი შამათავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა. ირაკლი შამათავა არის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, რომელმაც 2022 წელს კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. ირაკლი შამათავა ასევე არის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლაბორატორიები უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ლაბორატორიებს შეემატა სმარტ დაფები და 119 ახალი კომპიუტერი i7 და i3 პროცესორით. ასევე განახლდა ქსელური და WiFi ინფრასტრუქტურა.

ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი აცხადებს ერაზმუს + გაცვლით პროგრამას განათლების, ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის.   • პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია • განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2024 • გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი-ივლისი • კითხვები გაგზავნეთ ელფოსტაზე: Iro@ibsu.edu.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ProActive Group Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.“ შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეიტყვეს ევროპულ და ამერიკულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებზე და შესაძლებლობებზე; გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ