[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმარტულების სტუდენტები სსსტც "დელტას" ესტუმრნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ქართული წარმოების ჯავშანტექნიკის, იდივიდუალური შეიარაღების და ეკიპირების, საარტილერიო დანადგარების და სხვა ქართული სამხედრო პროდუქციის ნიმუშები, ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი დაეთვალიერებინათ.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარჩინებული სტუდენტები და მათი სკოლის დირექტორები დააჯილდოვა.  ფაკულტეტის ოთხი საბაკალავრო პროგრამის მიმართულების მაღალი აკადმეიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ის სკოლები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებული არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად თანამშრომლობდნენ

3 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების

3 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ოფისს ეწვივნენ. მათ კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარე, ქ-ნი თამარ ჟვანიაც შეხვდა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტები გაეცნენ ცესკოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს და სწავლების

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა პროგრამის ლექტორებთან 2016-2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის შესახებ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. შეხვედრის მიზანი იყო ლექტორების ინფორმირების გზით გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა.

26  დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ გამართა სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის წევრებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოცალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების კოორდინატორები, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორები და ეხებოდა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსების განხილვას

22 დეკემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ისტ-ვესტ მენეჯმენტის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მრჩეველთან ნოდარ ტანგიაშვილთან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა დარგის სპეციალისტთან განიხილა მის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები კონკრეტული კურსების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ. საუბარი შეეხო,

21 დეკემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან არჩილ აბაშიძესთან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ფიფიასთან ერთად განიხილა დარგის სპეციალისტის მიერ

16 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ევროკავშირის ელჩმა სქართველოში, იანოშ ჰერმანმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯების ფონზე. ბატონმა იანოშმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოში არსებული

9 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და